რეტინობაზა 10 000
36,50 ₾30 მლ
ულტრამსუბუქი სააფთიაქო კრემი A ვიტამინით სახის და ტანისათვის, რომელიც აღადგენს კანის უჯრედებს, აუმჯობესებს ტექსტურას და არბილებს გაუხეშებულ ზონებს.
✧ შემადგენლობა: 10 000 სე (საერთაშორისო ერთეული) რეტინილ პალმიტატი 1 გრამზე (Retinyl Palmitate — A ვიტამინის ყველაზე რბილი და ნაზი ფორმა).
✧ როგორ მუშაობს: სხვა ტრადიციული, მძიმე სააფთიაქო მალამოებისგან განსხვავებით, ეს ვერსია გამოირჩევა ულტრა-მსუბუქი, არაცხიმოვანი ტექსტურით, რომელიც არ კეტავს ფორებს. რეტინილ პალმიტატი მოქმედებს ნელა და ეტაპობრივად – ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, არბილებს უსწორმასწორო ტექსტურას, აქრობს მსუბუქ გამონაყარს და მუშაობს როგორც ანტი-ასაკობრივი პროფილაქტიკა გაღიზიანებისა და აქერცვლის გარეშე.
✧ ვისთვის არის: იდეალურია მათთვის, ვისაც სურს რეტინოიდების რუტინაში დაწყება, მაგრამ აქვს ექსტრემალურად მგრძნობიარე კანი. ასევე, საუკეთესო არჩევანია სხეულის გაუხეშებული, სიმშრალისკენ მიდრეკილი ზონების სამკურნალოდ (მაგ: იდაყვები, მუხლები, ე.წ. “მარწყვის კანი”).
✧ როგორ გამოვიყენოთ: დაიტანეთ მცირე რაოდენობა სუფთა, სრულად მშრალ კანზე. სრული შეწოვის შემდეგ გადაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი. მნიშვნელოვანია: დაიწყეთ კვირაში 2-3 ჯერ გამოყენებით და ნელ-ნელა გაზარდეთ სიხშირე. დილით მზის დამცავის (SPF) გამოყენება აუცილებელია!
✧ როდის გამოვიყენოთ: მხოლოდ საღამოს რუტინაში. ✧ სად გამოვიყენოთ: სახე, ყელი და სხეულის პრობლემური ზონები.
🚫 მკაცრი გაფრთხილება: მიუხედავად იმისა, რომ რბილი ფორმაა, ის მაინც A ვიტამინის წარმოებულია. მისი გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში!
✧ მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
✧ მოცულობა: 30 გ.
| ასაკი | 18+, 25+, 30+, 40+ |
|---|

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.