მიწოდებისა და დაბრუნების პირობები
ინფორმაცია შეკვეთის შესახებ
თქვენი შეკვეთა დადასტურებულად ითვლება მას შემდეგ, რაც გადახდა წარმატებით დამუშავდება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში, გავაუქმოთ შეკვეთა იმავე დღეს და განვახორციელოთ თანხის 100%-იანი დაბრუნება.
მიწოდება თბილისის მასშტაბით
მიწოდების ვადები განისაზღვრება შეკვეთის განთავსების დროის მიხედვით:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 21:00 საათამდე განთავსებული შეკვეთები მიწოდებული იქნება მომდევნო დღეს.
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 21:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთები მიწოდებული იქნება 1-2 სამუშაო დღის ვადაში.
- პარასკევი 21:00 საათიდან კვირა 21:00 საათამდე: შეკვეთები დამუშავდება და გაიგზავნება მომდევნო ორშაბათს.
- უქმე დღეებში: განთავსებული შეკვეთები მიწოდებული იქნება მომდევნო სამუშაო დღეს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განსაკუთრებულ პერიოდებში (დღესასწაულები, “შავი პარასკევი” ან დიდი ფასდაკლებების დღეები), ლოგისტიკური დატვირთვიდან გამომდინარე, შესაძლოა მიწოდება შეფერხდეს 1 დღით. წინასწარ გიხდით მადლობას გაგებისთვის.
მიწოდების მეთოდები
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მიწოდების რამდენიმე მეთოდი, რომლებიც განსხვავდება საფასურისა და ვადების მიხედვით. მიწოდების ვადებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საკურიერო კომპანიებს. მიუხედავად იმისა, რომ “სქინლაბი” პასუხისმგებლობას არ იღებს კურიერის დაგვიანებაზე. თუმცა ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ თქვენი უკუკავშირი, რათა მუდმივად გავაუმჯობესოთ სერვისი.
პროდუქციის დაბრუნების პოლიტიკა
გსურთ პროდუქტის დაბრუნება? გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მოკლე ელ-ფოსტა მისამართზე: contact@skinlab.ge. წერილში მიუთითეთ:
-
შეკვეთის ნომერი.
-
პროდუქტი(ები), რომლის დაბრუნებაც გსურთ.
-
დაბრუნების მიზეზი.
-
თანხის დაბრუნების მოთხოვნა.
მნიშვნელოვანი პირობა
დასაბრუნებელი პროდუქტი უნდა იყოს დაუზიანებელი, გაუხსნელი და ორიგინალ შეფუთვაში. თუ SkinLab-ის მიერ პროდუქტის შემოწმებისას აღმოჩნდება, რომ ის დაზიანებულია ან დაუცველია შეფუთვა, პროდუქტი უკანვე დაუბრუნდება მომხმარებელს, ხოლო გადაზიდვის ხარჯი ჩამოეჭრება დასაბრუნებელ თანხას. თანხა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება პროდუქტის დაბრუნებიდან 2-4 სამუშაო დღის განმავლობაში.
კითხვა გაქვს?
მოგვწერე ელ.ფოსტაზე: contact@skinlab.ge
ან დაგვირეკე: 593 119951