შენი სრულყოფილი კანის მოვლის რუტინა, ხელმისაწვდომი მარტივად.

"სქინლაბი" გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ და საჭირო პროდუქტებს, როგორც ყოველდღიური რუტინის ასევე კანის სხვადასვა პრობლემის მოსაგვარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კულტურიდან, ლაბორატორიებიდან და აფთიაქებიდან.

ჩვენი ფილოსოფია

ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი კანი არ არის ფუფუნება; ეს ჰიგიენისა და საკუთარი თავის მიმართ გამოჩენილი პატივისცემის ფუნდამენტური ნაწილია. ჩვენი მიზანია, გავფილტროთ ბაზარზე არსებული გადაჭარბებული ინფორმაცია და მომხმარებელს შევთავაზოთ ის პროდუქტები, რომელთა ეფექტურობას დერმატოლოგიური კვლევები, მეცნიერული ფორმულები და მომხმარებელთა რეალური შედეგები ადასტურებს.

რატომ უნდა აგვირჩიოთ?

10+ წლიანი გამოცდილება

"სქინლაბის" გუნდი აერთიანებს პროფესიონალებს, რომელთაგან თითოეულს კანის მოვლისა და სილამაზის ინდუსტრიაში მუშაობის 10-წლიანი, უწყვეტი გამოცდილება აქვს. ჩვენი კომპეტენცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პროდუქტების ცოდნით - ჩვენ სპეციალიზებულნი ვართ მეცნიერულად დასაბუთებული ფორმულების კვლევასა და საუკეთესო პროდუქციის მიზნობრივ შერჩევაში.

გარდა ამისა, განუწყვეტლივ ვადევნებთ თვალს დარგის სიახლეებსა და წამყვან ინოვაციებს, რათა მომხმარებელს ყოველთვის უსაფრთხო, ეფექტური და თანამედროვე გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. გარდა კოსმეცევტიკისა და სილამაზის ინდუსტრიისა, ჩვენი გუნდის ძლიერ მხარეს წარმოადგენს მრავალწლიანი პრაქტიკა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში. გამოცდილებათა ეს სინთეზი გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ თანამედროვე, სანდო და მომხმარებლის საჭიროებებზე სრულად მორგებული პლატფორმა.

შერჩეული ბრენდები

ვფოკუსირდებით მსოფლიოში აღიარებულ დერმაკოსმეტიკაზე, აქსეუარებსა და ნუტრიკოსმეტიკაზე, რომლებიც სპეციალურად არის შერჩეული ქართველი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით.

SkinLogic - შენი პერსონალური გზამკვლევი

ჩვენ გთავაზობთ კანის მოვლის ინტელექტუალურ სერვისს. SkinLogic-ის ფუნქციაა, კანის ტიპისა და ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით შეგირჩიოს ის პროდუქტები, რომლების თქვენს კანს სჭირდება მათი ფორმულიდან გამომდინარე. სერვისი მუშაობს სატესტო რეჟიმში და არის უფასო. 

შეფასებების ტრადიცია

გვსურს დავაბრუნოთ გამჭვირვალობა ქართული ონლაინ შოპინგის სივრცეში. ჩვენს პლატფორმაზე თითოეულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, გაუზიაროს საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება, რითაც ვეხმარებით სხვებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. ამიტომ მოვუწოდებთ თითოეულ მომხმარებელს კონტრიბუციისკენ.

ჟურნალი

"სქინლაბის" ჟურნალი არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ დერმატოლოგიურ სიახლეებზე, ვაანალიზებთ აქტიურ ინგრედიენტებს და ვთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუებს წამყვან დერმატოლოგებთან, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა მიიღონ მაქსიმალურად სანდო ინფორმაცია.

ჩვენი დაპირება

100% ავთენტურობა

ჩვენი ყველა პროდუქტი შეძენილია მხოლოდ ოფიციალური, სერტიფიცირებული მომწოდებლებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საუკეთესო ფასი

ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს ლოჯისტიკური ხარჯების ოპტიმიზაციაზე, რათა უზრუნველვყოთ პრემიუმ კლასის დერმაკოსმეტიკის ხელმისაწვდომობა ჩვენი მომხმარებლებისთვის.

სწრაფი მიწოდება

თბილისსა და თბილისის შემოგარენში შეკვეთების მიწოდება ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს. საქართველოს ნებისმიერ წერტილში 2-3 სამუშაო დღეში. დეტლებისთვის ეწვიეთ გვერდს მიწოდების პირობები.

შეფასებების კულტურა

გვსურს დავაბრუნოთ გამჭვირვალობა ქართული ონლაინ შოპინგის სივრცეში. ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება, შეაფასოს პროდუქტი და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება საზოგადოებას.

უსაფრთხო გადახდა

თქვენი ტრანზაქციების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. ყველა გადახდა დაცულია თანამედროვე SSL პროტოკოლებით, რაც უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების სრულ კონფიდენციალურობას.