სამხრეთკორეული კოსმეტიკური ბრენდი BANILA CO, რომელიც 2006 წელს დაარსდა, K-Beauty ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ვარსკვლავი და პიონერია. ბრენდის მთავარი მიზანი იყო შეექმნა პროდუქტები, რომლებიც მაკიაჟის მოყვარულებს კანის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა, რამაც მათ “Skincare for Makeup” კონცეფციამდე მიიყვანა. მათი სავიზიტო ბარათი და გლობალური ბესტსელერია მაკიაჟის მოსაშორებელი ჰიდროფილური ბალზამი Clean It Zero Cleansing Balm (რომელიც მსოფლიოში ყოველ 3 წამში ერთხელ იყიდება) და წარმოდგენილია სხვადასხვა კანის ტიპზე მორგებული ვერსიებით (Original, Purifying, Revitalizing).