ტრეტინოინი 0.025% – A-Ret Gel 0.025%
62,80 ₾20 გრ
ოფიციალური დასახელება: A-Ret Gel 0.025% w/w (Tretinoin USP)
მაღალეფექტური თერაპიული გელი აკნეს სამკურნალოდ და კანის ტექსტურის გასაუმჯობესებლად.
✧ შემადგენლობა: ტრეტინოინი (Tretinoin USP) 0.025% w/w, გელის ბაზა, კონსერვანტები (მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი).
✧ როგორ მუშაობს: ტრეტინოინი (A ვიტამინის აქტიური ფორმა – რეტინოიდი) აჩქარებს კანის უჯრედების ცვლას, ხელს უშლის ფორების დახშობას, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ეფექტურად ამცირებს როგორც აქნეს (შავ და თეთრ წერტილებს), ისე დაბერების პირველ ნიშნებს. 0.025%-იანი კონცენტრაცია არის ოპტიმალური საწყისი დონე რეტინოიდებთან კანის შესაჩვევად.
✧ ვისთვის არის: მათთვის, ვინც ახლა იწყებს რეტინოიდების გამოყენებას, ან აქვს ზომიერი აკნე, მიმიკური ნაოჭები და უსწორმასწორო ტექსტურა.
✧ როგორ გამოვიყენოთ: დაიტანეთ მცირე რაოდენობა (ბარდის ოდენობის) სრულად სუფთა და მშრალ კანზე კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში. კანის ტოლერანტობის ზრდასთან ერთად, თანდათანობით გადადით ყოველდღიურ გამოყენებაზე. მოერიდეთ თვალის, ტუჩისა და ცხვირის კუთხეებს.
✧ გვერდითი მოვლენები და რისკები: საწყის ეტაპზე შესაძლებელია განვითარდეს ე.წ. “რეტინოიდული დერმატიტი” – კანის სიმშრალე, მსუბუქი სიწითლე, ფაქიზი აქერცვლა და წვის შეგრძნება, სანამ კანი შეეჩვევა აქტიურ ნივთიერებას.
✧ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და უკუჩვენებები:
-
მზის მიმართ მგრძნობელობა: პრეპარატი ზრდის მზის სხივების მიმართ მგრძნობელობას, ამიტომ დღის განმავლობაში აუცილებელია ფართო სპექტრის მზის დამცავი კრემის (SPF 30+) გამოყენება.
-
ორსულობა და ლაქტაცია: მკაცრად აკრძალულია გამოყენება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს (Not to be used during pregnancy).
✧ შენახვის პირობები: შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
✧ მწარმოებელი: Menarini
✧ მოცულობა: 20 გ.
| ასაკი | 18+, 25+, 30+, 40+ |
|---|
კითხვა-პასუხი
ტრეტინოინი 0.025% - A-Ret Gel 0.025%
მარაგში

შეფასებები
შეფასებები არ მოიძებნა