Mycoplasma genitalium -მიკოპლაზმების ჯგუფის ყველაზე პათოგენური წარმომადგენელია. პარაზიტობს სპერმატოზოიდების მემბრანასა და შარდსასქესო ორგანოების ლორწოვან ეპითელიუმში. გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივია, თუმცა შესაძლებელია ვერტიკალური გზა-დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის პერიოდსა და მშობიარობისას. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 5 კვირამდე.
M.genitalium-ით გამოწვეული მიკოპლაზმოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმპტომები გამოვლინდება მხოლოდ იმუნიტეტის დაქვეითებისას ან სხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაინფიცირებისას (ქლამიდიები, გონოკოკი და ა.შ). მამაკაცებში M.genitalium-ით გამოწვეული ინფექცია უსიმპტომოდ მიდის, ამასთან ვითარდება ურეთრიტი. ქალებში M.genitalium შეიძლება იყოს მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების მიზეზი (ურეთრიტი, ბართოლინიტი, ვულვოვაგინიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი).
საშიშია ფეხმძიმეთა უროგენიტალური მიკოპლაზმოზები, რაც შეიძლება გახდეს ფეხმძიმობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის დაინფიცირების, ნაყოფის ქრომოსომული მუტაციების და მშობიარობისას სისხლდენების განვითარების მიზეზი.
გარდა ამისა, M.genitalium ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება და ხელს უწყობს აუტოიმუნური რეაქციების განვითარებას. მიკოპლაზმოზს ხშირად თან ახლავს ტრიქომონადა, ურეაპლაზმები, გონოკოკი და აივ ვირუსი.
M.genitalium -ის დიაგნოსტიკის ერთადერთი ზუსტი მეთოდია პჯრ(PCR), რომელიც საშუალება
გვაძლევს დღე-ღამის განმავლობაში გამოვავლინოთ გამომწვევის დნმ საკვლევ მასალაში.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
შარდსასქესო გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებების მიზეზის დასადგენად
მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა: ქლამიდიოზი,
გონორეა, ურეაპლაზმური ინფექცია)
ანტიბაქტერიული მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება
პროფილაქტიკური გამოკვლევებისას
როდის ინიშნება გამოკვლევა?
მიკოპლაზმური ინფექციის საეჭვო დიაგნოზი. შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის, ასევე
შარდსასქესო სისტემის ნელა მიმდინარე ანთებითი დაავადებებისას
ოსრულობის დაგეგმარება(ორივე პარტნიორის კვლევა)
უშვილობა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ანტებაქტერიული მკურნალობის ჩატარებიდან 1 თვის შემდეგ
ვაგინალური ტრიქომონადა-ერთუჯრედიანი პარაზიტული მიკროორგანიზმია, რომელიც იწვევს ინფექციურ დაავადებას-ტრიქომონიაზს. ვაგინალური ტრიქომონადა შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ადამიანის შარდსასქესო გზებში. ტრიქომონადა იკვებება გლიკოგენით,რომელიც სინთეზირდება საშოს ლორწოვან ეპითელიუმში ესტროგენის ზემოქმედებით, ამიტომ ტრიქომონიაზი უფრო ხშირად გამოვლინდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
გარემოში პარაზიტი სწრაფად იღუპება. შოლტებისა და ტალღისებული მემბრანის საშუალებით ტრიქომონადა ადვილად გადაადგილდება შარდსასქესო გზებში. ინფექციის წყაროა ტრიქომონიაზით დაავადებული ან ვაგინალური ტრიქომონადის მატარებელი ადამიანი. სგგდ-თა შორის ტრიქომონიაზი ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება. სქესობრივი გზის გარდა შესაძლებელია გადაცემის ვერტიკალური გზა, დაავადებული დედიდან ბავშვზე ორსულობის პერიოდში ან მშობიარობისას.
ამასთან შესაძლებელია ტრიქომონადები უსიმპტომოდ არსებობდეს გოგონას სასქესო ორგანოებში და გამოავლინოს თავისი აქტივობა მხოლოდ სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც სისხლში იზრდება ესტროგენების რაოდენობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 160 მილიონი ადამიანი ინფიცირდება ამ ინფექციით. უფრო ხშირად ტრიქომონიაზი აღმოუჩნდება ქალებს 16-დან 35წლამდე, როგორც წესი სხვა სგგ ინფექციებთან ერთად. მამაკაცებში ტრიქომონიაზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გამოკვლევა ვაგინალური ტრიქომონადას გამოსავლენად მათ ენიშნებათ მხოლოდ ურეთრიტის დროს ან მტკივნეული შარდვისას. ქალებში ვაგინალური ტრიქომონადა იწვევს ცერვიციტს, ურეთრიტს და ვაგინიტს. 50% პაციენტებში ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ტრიქომონიაზის სიმპტომებს მიეკუთვნება: სასქესო გზებიდან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი, მტკივნეული შარდვა და გენიტალური ქავილი.
ინფექცია იწვევს გართულებულ ორსულობას, ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის მცირე წონას.
ტრიქომონიაზი ადვილად იკურნება ანტიბიოტიკების დანიშვნით, თუმცა მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებები და უშვილობა. ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება საშოს გამონადენის მიკროსკოპული კვლევა, ამ მეთოდის მგრძნობელობა 60-70% -ია. შესაძლებელია ასევე ტრიქომონადას კულტივირება სპეციალურ ნიადაგზე 7 დღის განმავლობაში. მაგრამ მოლეკულურ-გენეტიკურმა მეთოდებმა აჩვენეს მიკროორგანიზმების გამოვლენის უფრო მაღალი სიზუსტე მიკროსკოპულ და კულტურის მეთოდებთან შედარებით. პჯრ(PCR) მეთოდი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით(96,7%) და სპეციფიურობით(>97%). PCR Real-Time მეთოდი საშუალებას იძლევა სწრაფად გამოვლინდეს ვაგინალური ტრიქომონადას დნმ შარდსასქესო ორგანოების ნაცხსა და შარდში, ასევე განისაზღვროს რაოდენობრივად.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების მიზეზის დადგენა
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების დიფერენციული დიაგნოსტიკა ქალებსა და
მამაკაცებში
სქესობრივი ინფექციების განვითარების მაღალი რისკის პაციენტებში პროფილაქტიკური
გამოკვლევები
როდის ინიშნება გამოკვლევა?
შარდსასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების სიმპტომატიკა (ქავილი, გაღიზიანება, წვა,
ქაფიანი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი უსიამოვნო სუნით, ხშირი შარდვის სურვილი.
სხვა სგგდ არსებობოსას(ტრიქომონიაზი ხშირად გვხვდება ქლამიდიოზთან და გონორეასთან
ერთად)
შარდსასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებების დროს
გვარი Сhlamydia წვრილი, სფერული ფორმის გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, ობლიგატური
უჯრედშიდა პარაზიტებია.Сhlamydia ადამიანის მიკროფლორის წარმომადგენლები არ არიან. ყველა ცნობილი ქლამიდია პათოგენურია, თუმცა სხვადასხვა სახეობები ვირულენტობით განსხვავდებიან.სახეობა Chlamydia trachomatis ურთულესი პრობლემაა მაღალი ავადობის, გართულებული გამოვლინებისა გაძნელებული მკურნალობის გამო. გამოყოფენ ადამიანისთვის პათოგენური C.trachomatis 15 სეროვარს. ზოგიერთი სეროვარი იწვევს ტრაქომას-ინფექციურ ანთებით დაავადებას, რომელიც გამოვლინდება კონიუქტივიტის ჰიპერტროფიით, ვენერულ ლიმფოგრანულომას, ურეთრიტებს და ლორწოვან-ჩირქოვან ცერვიციტებს, აგრეთვე ახალშობილების პნევმონიებსა და კონიუქტივიტებს.
C. trachomatis-არაგონოკოკური ურეთრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია.განსაკუთრებით გავრცელებულია შარდსასქესო სისტემის ქლამიდიური ინფექცია-უროგენიტალური ქლამიდიოზი. ქალებში ქლამიდიოზი გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.ინფექციის გადაცემის ძირითადი გზებია სქესობრივი და პერინატალური(დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს), ასევე შესაძლებელია გადაცემის საყოფაცხოვრებო გზაც. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2 კვირიდან 1 თვემდე. ხშირად ქლამიდიოზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
ინფექციის საწყისი სიმპტომებია: წვა და ტკივილი შარდვისას, ლორწოვანი გამონადენი, შარდის
ამღვრევა, სისუსტე, სუბფებრილური ტემპრატურა, მამაკაცებში-შარდსადენი მილის ანთება, რომელიც
გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ქალებში-ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი
საშოდან. დაავადებას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა გართულებები: ეპიდიდიმიტი,ენდომეტრიტი,
კონიუქტივიტი, ართრიტი და სხვა.
ქლამიდიური ინფექცია საშიშია ორსულობის პერიოდში. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი
მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა, ახალშობილის მცირე წონა და ზოგჯერ ნაყოფის დაღუპვაც.
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ სეროლოგიურ მეთოდს(იმუნოფერმენტული ანალიზი),ქლამიდიის დათესვას, და რა თქმა უნდა პათოლოგიური მასალიდან გამომწვევის დნმ-ის გამოსავლენად პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის პჯრ(PCR) მეთოდს.სეროლოგიურ და კულტურის მეთოდებს გააჩნიათ მთელი რიგი შეზღუდვები, ამიტომ პჯრ (PCR) ითვლება ყველაზე მგრძნობიარე და მოხერხებულ მეთოდად.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
Chlamydia trachomatis -ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობის
მონიტორინგი
როდის ინიშნება გამოკვლევა?
უროგენიტალური ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის დროს შემდეგი სიმპტომების არსებობისას
ადამიანის პაპილომა ვირუსი(HPV)-იწვევს პაპილომავირუსულ ინფექციას, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება. ვირუსის ზოგიერთი ტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 30 ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. პაპილომავირუსული ინფექციის მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება:
• სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში
• სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე
• დაქვეითებული იმუნიტეტი
• ავიტამინოზი
• სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2 თვიდან 2-10 წლამდე. დამახასიათებელია დაავადების ფარული მიმდინარეობა, როდესაც კლინიკური ნიშნები არ არის გამოვლენილი, ასევე კოლპოსკოპიური, ჰისტოლოგიური და ციტოლოგიური კვლევები გვიჩვენებს ნორმას. შემთხვევათა 30%-ში 6-12თვის განმავლობაში ვირუსი თავისთავად განიდევნება.
ფარული პაპილომავირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ პჯრ(PCR) მეთოდით.
განასხვავებენ დაბალი და მაღალი რისკის პაპილომა ვირუსებს. მაღალი რისკის ვირუსებიდან განსაკუთრებით ონკოაგრესიულია 14 ტიპი (16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66 და 68), რომლებიც საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას (დისპლაზიას) და საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. პაპილომა ვირუსის(HPV) გენოტიპირება შესაძლებელია მხოლოდ პჯრ(PCR) მეთოდით.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
• მაღალი ონკოგენური რისკის პაპილომავირუსული ინფექციის გამოვლენა
• ციტოლოგიური გამოკვლევის საეჭვო შედეგები
როდის ინიშნება გამოკვლევა?
• საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი სკრინინგი 30 წელზე მეტი ასაკის ქალებში
• ციტოლოგიური გამოკვლევის საეჭვო შედეგები
ვინ ნიშნავს გამოკვლევას?
მეან-გინეკოლოგი, დერმატოვენეროლოგი, უროლოგი, ინფექციონისტი