გვარი Сhlamydia წვრილი, სფერული ფორმის გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, ობლიგატური
უჯრედშიდა პარაზიტებია.Сhlamydia ადამიანის მიკროფლორის წარმომადგენლები არ არიან. ყველა ცნობილი ქლამიდია პათოგენურია, თუმცა სხვადასხვა სახეობები ვირულენტობით განსხვავდებიან.სახეობა Chlamydia trachomatis ურთულესი პრობლემაა მაღალი ავადობის, გართულებული გამოვლინებისა გაძნელებული მკურნალობის გამო. გამოყოფენ ადამიანისთვის პათოგენური C.trachomatis 15 სეროვარს. ზოგიერთი სეროვარი იწვევს ტრაქომას-ინფექციურ ანთებით დაავადებას, რომელიც გამოვლინდება კონიუქტივიტის ჰიპერტროფიით, ვენერულ ლიმფოგრანულომას, ურეთრიტებს და ლორწოვან-ჩირქოვან ცერვიციტებს, აგრეთვე ახალშობილების პნევმონიებსა და კონიუქტივიტებს.
C. trachomatis-არაგონოკოკური ურეთრიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია.განსაკუთრებით გავრცელებულია შარდსასქესო სისტემის ქლამიდიური ინფექცია-უროგენიტალური ქლამიდიოზი. ქალებში ქლამიდიოზი გვხვდება უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.ინფექციის გადაცემის ძირითადი გზებია სქესობრივი და პერინატალური(დედიდან ბავშვზე მშობიარობის დროს), ასევე შესაძლებელია გადაცემის საყოფაცხოვრებო გზაც. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 2 კვირიდან 1 თვემდე. ხშირად ქლამიდიოზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ.
ინფექციის საწყისი სიმპტომებია: წვა და ტკივილი შარდვისას, ლორწოვანი გამონადენი, შარდის
ამღვრევა, სისუსტე, სუბფებრილური ტემპრატურა, მამაკაცებში-შარდსადენი მილის ანთება, რომელიც
გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ქალებში-ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი
საშოდან. დაავადებას შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა გართულებები: ეპიდიდიმიტი,ენდომეტრიტი,
კონიუქტივიტი, ართრიტი და სხვა.
ქლამიდიური ინფექცია საშიშია ორსულობის პერიოდში. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი
მშობიარობა, ორსულობის შეწყვეტა, ახალშობილის მცირე წონა და ზოგჯერ ნაყოფის დაღუპვაც.
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკისთვის იყენებენ სეროლოგიურ მეთოდს(იმუნოფერმენტული ანალიზი),ქლამიდიის დათესვას, და რა თქმა უნდა პათოლოგიური მასალიდან გამომწვევის დნმ-ის გამოსავლენად პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის პჯრ(PCR) მეთოდს.სეროლოგიურ და კულტურის მეთოდებს გააჩნიათ მთელი რიგი შეზღუდვები, ამიტომ პჯრ (PCR) ითვლება ყველაზე მგრძნობიარე და მოხერხებულ მეთოდად.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
Chlamydia trachomatis -ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობის
მონიტორინგი
როდის ინიშნება გამოკვლევა?
უროგენიტალური ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის დროს შემდეგი სიმპტომების არსებობისას