ვაგინალური ტრიქომონადა-ერთუჯრედიანი პარაზიტული მიკროორგანიზმია, რომელიც იწვევს ინფექციურ დაავადებას-ტრიქომონიაზს. ვაგინალური ტრიქომონადა შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ადამიანის შარდსასქესო გზებში. ტრიქომონადა იკვებება გლიკოგენით,რომელიც სინთეზირდება საშოს ლორწოვან ეპითელიუმში ესტროგენის ზემოქმედებით, ამიტომ ტრიქომონიაზი უფრო ხშირად გამოვლინდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
გარემოში პარაზიტი სწრაფად იღუპება. შოლტებისა და ტალღისებული მემბრანის საშუალებით ტრიქომონადა ადვილად გადაადგილდება შარდსასქესო გზებში. ინფექციის წყაროა ტრიქომონიაზით დაავადებული ან ვაგინალური ტრიქომონადის მატარებელი ადამიანი. სგგდ-თა შორის ტრიქომონიაზი ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება. სქესობრივი გზის გარდა შესაძლებელია გადაცემის ვერტიკალური გზა, დაავადებული დედიდან ბავშვზე ორსულობის პერიოდში ან მშობიარობისას.
ამასთან შესაძლებელია ტრიქომონადები უსიმპტომოდ არსებობდეს გოგონას სასქესო ორგანოებში და გამოავლინოს თავისი აქტივობა მხოლოდ სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც სისხლში იზრდება ესტროგენების რაოდენობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 160 მილიონი ადამიანი ინფიცირდება ამ ინფექციით. უფრო ხშირად ტრიქომონიაზი აღმოუჩნდება ქალებს 16-დან 35წლამდე, როგორც წესი სხვა სგგ ინფექციებთან ერთად. მამაკაცებში ტრიქომონიაზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, გამოკვლევა ვაგინალური ტრიქომონადას გამოსავლენად მათ ენიშნებათ მხოლოდ ურეთრიტის დროს ან მტკივნეული შარდვისას. ქალებში ვაგინალური ტრიქომონადა იწვევს ცერვიციტს, ურეთრიტს და ვაგინიტს. 50% პაციენტებში ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ტრიქომონიაზის სიმპტომებს მიეკუთვნება: სასქესო გზებიდან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი, მტკივნეული შარდვა და გენიტალური ქავილი.
ინფექცია იწვევს გართულებულ ორსულობას, ნაადრევ მშობიარობას და ნაყოფის მცირე წონას.
ტრიქომონიაზი ადვილად იკურნება ანტიბიოტიკების დანიშვნით, თუმცა მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებები და უშვილობა. ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება საშოს გამონადენის მიკროსკოპული კვლევა, ამ მეთოდის მგრძნობელობა 60-70% -ია. შესაძლებელია ასევე ტრიქომონადას კულტივირება სპეციალურ ნიადაგზე 7 დღის განმავლობაში. მაგრამ მოლეკულურ-გენეტიკურმა მეთოდებმა აჩვენეს მიკროორგანიზმების გამოვლენის უფრო მაღალი სიზუსტე მიკროსკოპულ და კულტურის მეთოდებთან შედარებით. პჯრ(PCR) მეთოდი გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით(96,7%) და სპეციფიურობით(>97%). PCR Real-Time მეთოდი საშუალებას იძლევა სწრაფად გამოვლინდეს ვაგინალური ტრიქომონადას დნმ შარდსასქესო ორგანოების ნაცხსა და შარდში, ასევე განისაზღვროს რაოდენობრივად.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების მიზეზის დადგენა
უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების დიფერენციული დიაგნოსტიკა ქალებსა და
მამაკაცებში
სქესობრივი ინფექციების განვითარების მაღალი რისკის პაციენტებში პროფილაქტიკური
გამოკვლევები
როდის ინიშნება გამოკვლევა?
შარდსასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების სიმპტომატიკა (ქავილი, გაღიზიანება, წვა,
ქაფიანი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი უსიამოვნო სუნით, ხშირი შარდვის სურვილი.
სხვა სგგდ არსებობოსას(ტრიქომონიაზი ხშირად გვხვდება ქლამიდიოზთან და გონორეასთან
ერთად)
შარდსასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებების დროს