Mycoplasma genitalium -მიკოპლაზმების ჯგუფის ყველაზე პათოგენური წარმომადგენელია. პარაზიტობს სპერმატოზოიდების მემბრანასა და შარდსასქესო ორგანოების ლორწოვან ეპითელიუმში. გადაცემის ძირითადი გზა სქესობრივია, თუმცა შესაძლებელია ვერტიკალური გზა-დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობის პერიოდსა და მშობიარობისას. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 5 კვირამდე.
M.genitalium-ით გამოწვეული მიკოპლაზმოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმპტომები გამოვლინდება მხოლოდ იმუნიტეტის დაქვეითებისას ან სხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით დაინფიცირებისას (ქლამიდიები, გონოკოკი და ა.შ). მამაკაცებში M.genitalium-ით გამოწვეული ინფექცია უსიმპტომოდ მიდის, ამასთან ვითარდება ურეთრიტი. ქალებში M.genitalium შეიძლება იყოს მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების მიზეზი (ურეთრიტი, ბართოლინიტი, ვულვოვაგინიტი, ადნექსიტი, ენდომეტრიტი).
საშიშია ფეხმძიმეთა უროგენიტალური მიკოპლაზმოზები, რაც შეიძლება გახდეს ფეხმძიმობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, ნაყოფის დაინფიცირების, ნაყოფის ქრომოსომული მუტაციების და მშობიარობისას სისხლდენების განვითარების მიზეზი.
გარდა ამისა, M.genitalium ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება და ხელს უწყობს აუტოიმუნური რეაქციების განვითარებას. მიკოპლაზმოზს ხშირად თან ახლავს ტრიქომონადა, ურეაპლაზმები, გონოკოკი და აივ ვირუსი.
M.genitalium -ის დიაგნოსტიკის ერთადერთი ზუსტი მეთოდია პჯრ(PCR), რომელიც საშუალება
გვაძლევს დღე-ღამის განმავლობაში გამოვავლინოთ გამომწვევის დნმ საკვლევ მასალაში.
რისთვის გვჭირდება გამოკვლევა?
შარდსასქესო გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებების მიზეზის დასადგენად
მსგავსი სიმპტომებით მიმდინარე დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა: ქლამიდიოზი,
გონორეა, ურეაპლაზმური ინფექცია)
ანტიბაქტერიული მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება
პროფილაქტიკური გამოკვლევებისას
როდის ინიშნება გამოკვლევა?
მიკოპლაზმური ინფექციის საეჭვო დიაგნოზი. შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის, ასევე
შარდსასქესო სისტემის ნელა მიმდინარე ანთებითი დაავადებებისას
ოსრულობის დაგეგმარება(ორივე პარტნიორის კვლევა)
უშვილობა და ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა
საშვილოსნოსგარე ორსულობა
ანტებაქტერიული მკურნალობის ჩატარებიდან 1 თვის შემდეგ