ინფორმაცია ექიმებისთვის და პაციენტებისთვის

ბიოლოგიური მასალის აღების, შენახვისა და ტრანსპორტირების ინსტრუქცია PCR ანალიზისთვის

ბიოლოგიური მასალა: შარდი
სატრანსპორტო ჭურჭელი: შარდის ერთჯერადი სტერილური
კონტეინერი

შარდის აღების წესები:

  •  შეაგროვეთ შარდი დილით, გაღვიძებისთანავე.
  •  საჭიროა შეგროვდეს შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების
    გარეშე.
  •  შარდის რაოდენობა უნდა იყოს შარდის კონტეინერის (100მლ) მოცულობის ნახევარი.
  • შარდის კონტეინერს კარგად დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ ერთჯერად პაკეტში.
  • კონტეინერი მოიტანეთ ლაბორატორიაში შარდის აღებიდან არაუგვიანეს 2სთ.-ისა.

გაფრთხილება!

  • აიღეთ შარდი მენსტრუაციამდე ან მისი დამთავრებიდან 2 დღის შემდეგ
  • ნუ გამოიყენებთ ვაგინალურ სანთლებს, სამკურნალო მალამოებს ანალიზის აღების წინა დღეს
  • ანალიზის აღების წინა დღეს თავი შეიკავეთ დაუცველი სქესობრივი კავშირისა და ალკოჰოლის მიღებისგან

შარდის შენახვის წესები:

  •  შარდი აღებიდან 4სთ.-ის განმავლობაში ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C -ისა
  •  აღებიდან 24სთ.-ის განმავლობაში ინახება 2-8°C-ზე-მაცივარში
  •  აღებიდან 3დღის განმავლობაში ინახება გაყინულ მდგომარეობაში

შარდის ტრანსპორტირების წესები:
შარდის კონტეინერის ტრანსპორტირება ხდება სპეციალური სატრანსპორტო ჩანთით,
ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

ბიოლოგიური მასალა: უროგენიტალური ნაცხი
სატრანსპორტო ჭურჭელი: ერთჯერადი სტერილური უროგენიტალური ზონდი „ტიპი A“ უნივერსალური

გამოყენება: ბიოლოგიური მასალის აღება შესაძლებელია შარდსადენი მილიდან
(მამაკაცებსა და ქალებში), ცერვიკალური არხიდან (ქალებში), მისი გამოყენება დასაშვებია
ორსულობის და საშვილოსნოს ყელის კონიზაციის დროს.

ნაცხის აღების წესები ქალებში:

  • მოათავსეთ ზონდი ურეთრაში ან ცერვიკალურ არხში 1-1,5სმ სიღრმეში (ლორწოსგან
    გათავისუფლების შემდეგ)
  •  ნელა მოატრიალეთ ორივე მიმართულებით 3-5წმ.-ის განმავლობაში
  • მოატეხეთ ზონდის თავი და მოათავსეთ ზონდის სახელურის ღრუოვან ნაწილში

ნაცხის აღების წესები მამაკაცებში:

  • მოათავსეთ ზონდი ურეთრაში 3-4სმ.სიღრმეში
  • ნელა მოატრიალეთ ორივე მიმართულებით 3-5წმ.-ის განმავლობაში
  • მოატეხეთ ზონდის თავი და მოათავსეთ ზონდის სახელურის ღრუოვან ნაწილში

 

ნაცხის შენახვის წესები:

  • აღებიდან 24სთ.-ის განმავლობაში ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C -ისა
  • აღებიდან 3 დღის განმავლობაში ინახება 2-8°С ტემპერატურაზე
  • ნაცხის ტრანსპორტირების წესები:
  • მასალის ტრანსპორტირება უროგენიტალური ზონდით ხდება სპეციალური
  • სატრანსპორტო ჩანთით, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სავალდებულო არ არის.
შენიშვნა: უროგენიტალური ნაცხს იღებს ექიმი.

ბიოლოგიური მასალა: ენდოცერვიკალური ნაცხი
სატრანსპორტო ჭურჭელი: PapilloCheck® Collection Kit-ის სინჯარა
სატრანსპორტო სითხით-5მლ

გამოყენება: PapilloCheck® Collection Kit-ის ცერვიკალური ფუნჯი (ბრაში)
განკუთვნილია ნაცხის ასაღებად ერთდროულად ექტო- და ენდოცერვიქსიდან.
გამოიყენება HPV DNA Test- პაპილომა ვირუსების გენოტიპირების  ანალიზისთვის.
ნაცხის აღების წესები:

  • მოათავსეთ ცერვიკალური ფუნჯი ენდოცერვიქსში(ლორწოსგან გათავისუფლების
    შემდეგ) და დაატრიალეთ ერთი სრული ბრუნი
  • ცერვიკალური ფუნჯი მოათავსეთ სატრანსპორტო სინჯარაში
  •  გადატეხეთ მონიშნულ ადგილას და ჩატოვეთ შიგნით

ნაცხის შენახვის წესები:
მასალა აღებიდან 14 დღის განმავლობაში ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს
25°C -ისა

ნაცხის ტრანსპორტირების წესები:

მასალის ტრანსპორტირება PapilloCheck® Collection Kit-ის სატრანსპორტო სინჯარით-5მლ
ხდება სპეციალური სატრანსპორტო ჩანთით, ტრანსპორტირება შესაძლებელია გაცივების
გარეშე.

შენიშვნა: ენდოცერვიკალურ ნაცხს იღებს ექიმი.

 

ნაცხის დამოუკიდებლად ასაღები წკირი Qvintip

Qvintip ® KIT-ის საშუალებით ნაცხი შეგიძლიათ აიღოთ დამოუკიდებლად სახლის პირობებში

  • არ აიღოთ ნაცხი კრიტიკული პერიოდის დროს!
  • დასაშვებია ნაცხის აღება ორსულობის I ტრიმესტრში

1. Qvintip ® KIT კომპლექტაცია ( სურ 1)

  • ნაცხის ასაღები წკირი
  • სინჯარა

გამოყენების წესი
2. ნიმუში აიღეთ მწოლიარე მდგომარეობაში. ხელი მოკიდეთ
წკირის ცისფერ ბოლოს და ვაგინაში შეიყვანეთ თეთრი თავით,
მაქსიმალურად ბოლომდე (დაახლოებით 10სმ სიღრმეში).
დაატრიალეთ წკირი ერთხელ – ერთი სრული ბრუნი (სურ.2)

3. ფრთხილად გამოიღეთ წკირი, აცალეთ გაშრობა ოთახის
ტემპერატურაზე 3-5წთ.-ის განმავლობაში. (სურ.3)

4. მოათავსეთ წკირის თეთრი ბოლო სინჯარაში, ისე რომ არ

შეეხოთ მას ხელით. ცისფერი წკირის ირიბი მოძრაობით
თეთრი ბოლო ჩატოვეთ სინჯარაში და დაახურეთ თავსახური.
(სურ.4)

5. მოათავსეთ სინჯარა ერთჯერად პარკში და მოიტანეთ
ლაბორატორიაში (სურ.5)

დაგვიკავშირდით