ჩვენ შესახებ

მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია „სქინლაბი“ ჩამოყალიბდა 2015 წლის სექტემბერში.ამ ეტაპზე ლაბორატორიის ძირითადი მიმართულებაა ინფექციური დაავადებების კვლევა, რეალური დროის პჯრ(Real-Time PCR) მეთოდით.აღნიშნული კვლევა საშუალებას იძლევა დადგინდეს დაავადების გამომწვევი მიზეზი, რაც ამარტივებს მკურნალობის მთავარ პრინციპს
„ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს“.
კომპანიის ამოცანაა გავზარდოთ და გავაძლიეროთ ლაბორატორიის,როგორც დიაგნოზის მტკიცებულებითი ნაწილის  როლი პაციენტისა და ექიმის ურთიერთობებში, წარმოვაჩინოთ დნმ კვლევის მნიშვნელობა და უპირატესობა დაავადებების დიაგნოსტიკაში, პრიორიტეტი კი ლაბორატორიული კვლევის სიზუსტეა.

ჩვენი ლაბორატორიის უპირატესობები
  • თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამერიკული ბრენდის Bio-Rad -ის CFX96 Touch™ Real-Time PCR Detection System ამპლიფიკატორი და ევროპული წარმოების დამატებითი ავტომატური და ნახევრად ავტომატური სისტემები
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პროცესის ავტომატიზაცია და შედეგების პროგრამული დამუშავება: გამარტივებულია ანალიზის ჩატარების პროცესი და მინიმუმამდეა შემცირებული შეცდომების ალბათობა
  • პაციენტებისათვის ბიომასალის აღების სიმარტივე, რამეთუ ძირითად საკვლევ მასალას წარმოადეგნს შარდი-მასალის აღება ხდება სახლის პირობებში არასასიამოვნო პროცედურების გარეშე. თუმცა საკვლევ მასალად ასევე გამოიყენება: სისხლი, უროგენიტალურინაცხი და სხვა ბიოლოგიური სუბსტრატი.
  • ანალიზების პასუხების გაცემის ოპერატიულობა 24სთ
  • რამდენიმე ინფექციის გამომწვევის ერთდროული გამოვლენა ერთ ბიოლოგიურ მასალაში-მულტიპლექსური კვლევები
  • PCR დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობა
  •  ლაბორატორიული მომსახურების მოქნილი სისტემა-კურიერის სერვისი, პასუხების ელ-ფოსტით გადაგზავნა

ექიმებისა და პაციენტებისთვის
ბიოლოგიური მასალის აღების წესები

შარდის აღების წესი PCR ანალიზისთვის

ჩვეულებრივ კონტეინერში

  • შეაგროვეთ შარდი დილით, გაღვიძებისთანავე.
  • საჭიროა შეგროვდეს შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების ჩატარების გარეშე.
  • შარდის რაოდენობა უნდა იყოს შარდის კონტეინერის(100მლ) მოცულობის ნახევარი.
  • შარდის კონტეინერს კარგად დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ ერთჯერად პაკეტში.
  • კონტეინერი მოიტანეთ ლაბორატორიაში შარდის აღებიდან არაუგვიანეს 2სთ.ისა.
                                                 
                                                    გაფრთხილება!
  • აიღეთ შარდი მენსტრუაციამდე ან მისი დამთავრებიდან 2 დღის შემდეგ
  • ნუ გამოიყენებთ ვაგინალურ სანთლებს, სამკურნალო მალამოებს ანალიზის აღების წინა დღეს
  • ანალიზის აღების წინა დღეს თავი შეიკავეთ დაუცველი სქესობრივი კავშირისა დაალკოჰოლის მიღებისგან.

იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია

ვაკუუმ -კონტეინერში

  • მოხსენით კონტეინერს თავსახური
  • შეაგროვეთ შარდი კონტეინერში დილით, გაღვიძებისთანავე
  • საჭიროა შეგროვდეს შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების ჩატარების გარეშე
  • შარდის კონტეინერს კარგად დაახურეთ თავსახური
  • მოხსენით კონტეინერს ზემოდან დაკრული დამცავი ეტიკეტი, რომ შიგნით გამოჩნდეს ნემსის წვერი
  • აიღეთ სინჯარა და ჩადგით კონტეინერში თავსახურის მხრიდან. დააჭირეთ ხელი ისე,რომ ნემსმა გახვრიტოს სინჯარის რეზინის თავსახური
  • სინჯარა თავისთავად აივსება შარდით
  • ავსების შემდეგ სინჯარა ამოიღეთ კონტეინერიდან და მოათავსეთ ერთჯერად  პარკში
  • შარდით სავსე სინჯარა ლაბორატორიაში მოიტანეთ შარდის აღებიდან არაუგვიანეს 2სთ.-ისა

ფოტო გალერეა